მედია   სიახლეები   საჯარო განხილვა
01.11.2016

მიმდინარე წლის 4 ნოებერს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

აგრეთვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთის რეგიონში, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 14:00 საათზე, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ დაიწყება.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.
იხილეთ ,,ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს.
ტელ: 598 60 50 53

Latest news