მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ბოლნისში
29.11.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინერგა. სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვისთვის ცენტრის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო-ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტი გადაამზადეს.
 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი და ქალაქ ბოლნისის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი დაესწრნენ.

 

ტრენინგის მონაწილეებს ცენტრის დირექტორის მოადგილემ მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 
 

იხ. გალერეა

Latest news