მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”- ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
04.02.2019

იმერეთში “ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

 

ტრენინგის ფარგლებში ზესტაფონის, ბაღდათისა და ხარაგაულის ყველა საბავშვო ბაღის 80-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა.

 

ტრენინგის მონაწილეებს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მიმართა და მონაწილეებს გარემოსდაცვითი განათლებისა და მასში სკოლამდელი საფეხურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2018 წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი  2019 წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას გეგმავს.


იხ. გალერეა

Latest news