მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ლანჩხუთში
07.11.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს. 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში და ამჟამად მცხეთა-მთიანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტში ინერგება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადამზადდა საბავშვო ბაღების 30-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი. 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

იხილეთ გალერეა

Latest news