მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ოზურგეთში
19.11.2018

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.  

 

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისათვის ცენტრმა ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის, კახეთისა და გურიის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

 

იხ. გალერეა

Latest news