მედია   სიახლეები   “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” ქარელის მუნიციპალიტეტში
27.12.2018

“სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები გადაამზადეს.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.


იხ. გალერეა

Latest news