მედია   სიახლეები   სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება მცხეთის საბავშვო ბაღებში
22.10.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.
სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის, თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს:
ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 
წყლისა და ენერგიის დაზოგვა 
ნარჩენების მართვა. 
სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისათვის ცენტრმა მცხეთის მუნიციპლიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა.
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღების 412 მეთოდისტსა და აღმზრდელს. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

იხილეთ გალერეა

Latest news