მედია   სიახლეები   "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" ჩოხატაურში
08.11.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ჩოხატაურისა მუნიციპალიტეტების საბავშვო-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 30-მდე საბავშვო ბაღის აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში და ამჟამად მცხეთა-მთიანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტში ინერგება. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.


იხ.გალერეა

Latest news