მედია   სიახლეები   სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა “განათლება მდგრადი განვითარებ
10.11.2017

სტრატეგიის ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სისტემაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის და ხარისხიანი განათლების მეშვეობით, საზოგადოების იმ საჭირო ცოდნის, ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს , რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. სტრატეგიით განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები და ქმედებები, რომელიც განათლების სისტემაში მდგრადი განვითარების პრინციპების ასახვას შეუწყობს ხელს.

სტრატეგიის განხილვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გეგმავს საჯარო განხილვას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ დაინტერესბულ პირს შეუძლია.
განხილვა 16 ნოემბერს 18:00 სთ-ზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გაანთლების ცენტრში გაიმართება.

მისამართი: ნუცუბიძის პლატო, II მკ. რ-ნი ბესარიონ ჟღენტის #35

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: მარიამ არჩუაძე 597772357
 
pdf.png სტრატეგია - განათლება მდგრადი განვითარებისათვის
pdf.png სამოქმედო გეგმა-განათლება მდგრადი განვითარებისთვის

Latest news