მედია   სიახლეები   სტუდენტური კონფრენცია ვერცხლისწყლის თემატიკით
18.01.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2017 წლის 18 იანვარს ჩატარდა სტუდენტური კონფრენცია ვერცხლისწყლის თემატიკით.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის 16 სტუდენტებმა, რომელთაგანაც სტუდენტურ კონფერენციაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული. საპრიზო ფონდი გადანაწილდა I, II და III ადგილზე გასულ კონკურსანტებს შორის და ადგილების მიხედვით მათ გადაეცემათ 600, 500 და 400-ლარიანი ტექნიკის მაღაზიათა ქსელის ვაუჩერები.
I ადგილი - ნინო ჭანტურია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
II ადგილი - ანი ფუტკარაძე, თამარ მუმლაძე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
III ადგილი - გიორგი ლომთათიძე, მარიამ საჯაია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
ნომინაციის „ყველაზე კრეატიული“ გამნარჯვებული - ქეტევან ფოტოვა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ღონისძიებას დაესწრნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით პროექტის - ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ - ფარგლებში მიმდინარეობს.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით 2016 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოსდაცვით აქტივობებში.

იხილეთ გალერეა

Latest news