მედია   სიახლეები   სტუმრად მე-5 ბაგა-ბაღში
12.12.2017

ქ. თბილისის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა ბიომრავალფეროვნების დაცვის თემაზე წარმოდგენა გამართეს, მოგვიანებით კი პატარებმა მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მარადმწვანე ხეები დათესეს, ამოსულ ნერგებს კი ისევ ბავშვები გადარგავენ ბუნებაში და იზრუნებენ მათზე.

ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიცია დაუნერგავთ ბაღებში: ერთმანეთს გარემოსდაცვითი თემატიკის ღონისძიებების გამართვასა და გარემოს გამწვანებაში იწვევენ. ამჯერად მე-5 ბაგა-ბაღმა 74-ე, 96-ე და 119 ბაღები გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლისა და ენერგიის დაზოგვას მოიცავს, დაინერგა და წარმატებით ისწავლება თბილისის ყველა საბავშვო ბაღში.

 

იხილეთ გალერეა

Latest news