მედია   სიახლეები   ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” CENN-ის მწვანე ბანაკში
02.10.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”. 

 

კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ლობჯანიძე CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ბანაკს ეწვია, სადაც ეკო ბანაკის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

 

იხ.გალერეა

Latest news