მედია   სიახლეები   ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის
22.04.2018


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის გამართეს. 
ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.
ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. 
ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.
აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.
ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. 
ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.
აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.

იხილეთ გალერეა

Latest news