მედია   სიახლეები   ტრენინგი მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის
11.12.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საბავშვო-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს.  

 

ტრენინგს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი და მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე  დაესწრნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 

იხ.გალერეა

Latest news