მედია   სიახლეები   ტრენინგი - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება
30.01.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით.

ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის 33 აღმზრდელსა და მეთოდისტს ტრენინგი ჩაუტარეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 280-მდე მეთოდისტი და აღმზრდელი.

„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.

 

იხილეთ გალერეა

Latest news