მედია   სიახლეები   ტრენინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის.
04.04.2018


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით.
ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ - თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ამჯერად ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 24 წარმომადგენელს ჩაუტარეს ტრენინგი.
შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 391 მეთოდისტი და აღმზრდელი.
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება. 

იხილეთ გალერეა

Latest news