მედია   სიახლეები   მთავრობის დადგენილების პროექტი - "ტყითსარგებლობის წესი"
04.01.2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ახალი „ტყის კოდექსის“ თანმდევ კანონქვემდებარე აქტებზე. ამ ეტაპზე სრულდება ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ შემუშავება, რომლის პირველი სამუშაო ვერსია ქვეყნდება საჯარო გაცნობისა და განხილვის მიზნით. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი ვერსია არ არის საბოლოო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მისი განახლების პროცესი. ასევე, დაგეგმილია, რომ საკითხები, რაც არ არის კავშირში უშუალოდ ტყითსარგებლობის სფეროსთან, გატანილი იქნება შესაბამის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში. ამდენად, აღნიშნულ ვერსიაში ეს საკითხები აღარ არის სრულად წარმოდგენილი.
 
დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 1 თვის ვადაში ელექტრონულ მისამართებზე:
► lika.giorgadze@mepa.gov.ge;
► papuna.kapanadze@mepa.gov.ge;
► archil.nikoleishvili@forestry.gov.ge;
► david.damenia@forestry.gov.ge

დანართი - ტყითსარგებლობის წესის პროექტი

Latest news