მედია   სიახლეები   ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022 - სამუშაო ვერსია
27.08.2020


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობმა სამუშაო ჯგუფმა“ ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სამრეწველო სექტორიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების პრევენციისა და უკეთ რეგულირების მიზნით შეიმუშავა „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 2020-2022“ სამუშაო ვერსია (იხ. დანართი).
 
სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები, გთხოვთ, მიაწოდოთ სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს ლაშა ახალაიას (ელ. ფოსტა: Lasha.Akhalaia@mepa.gov.ge; მობ. 598 905 274).
 
გთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე.
 

იხ.დანართი

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი 2020

Latest news