მედია   სიახლეები   შენიშვნები “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტის თაობაზე
06.03.2018


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემადგენლობაში გადატანას და  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის მოსაკრებლის ნაცვლად მომსახურების საფასურის დადგენას.

 

აღნიშნული ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 27 თებერვალს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტისა და თანმდევი ცვლილებების განხილვისა და მასზე მოსაზრებების წარმოდგენის ვადა გაიზარდოს ერთი თვით. ასევე, დაინტერესებული საზოგადოების მიერ მოხდა ცალკეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიცირება სამუშაო ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, განმეორებით წარმოგიდგენთ ცვლილებების კანონპროექტს და გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 მარტამდე მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eia@moe.gov.ge.

 

დაინტერესებული საზოგადოების მიერ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვას სამინისტრო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომლის შესახებაც დამატებით გეცნობებათ.

იხ.დანართები

საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 

Latest news