მედია   სიახლეები   შეხვედრა ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებთან
24.12.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროპის გარემოს სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის და ამ კუთხით საქართველოს ერთიან ევროპულ სისტემაში ჩართვის საკითხი. სწორედ, შეხვედრაზე მიღებული რეკომენდაციებისა და გაზიარებული გამოცდილების გათვალისწინება მოხდება  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მუშაობის პროცესში.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს უწყვეტ რეჟიმში შეეძლება მარტივად მიიღოს სანდო და დროული ინფორმაცია ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ეს ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

იხ გალერეა

Latest news