მედია   სიახლეები   შეხვედრა თემაზე - “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა“
02.08.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, პროექტის - „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ მონაწილეებს ლექცია თემაზე “მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა” ჩაუტარდათ.

ლექციაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით მიზნებზე ისაუბრა და ასევე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე .

ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო თეორიულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების კონცეფციის, გარემოსდაცვითი მიზნებისა და საქართველოში მათი განხორცილების შესაძლებლობების შესახებ. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება, კერძოდ: ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, წყლის რესურსების დაცვა, ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა და სხვა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა უპასუხა სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებს


იხილეთ გალერეა

Latest news