მედია   სიახლეები   შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან
31.05.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას დაეთმო. განსაკუთრებული ყურადღება 
კი გარემოსდაცვით განათლებაზე გამახვილდა. შეხვედრის მონაწილეები გარემოსდაცვითი განათლების სწავლების შესაძლებლობებსაც გაეცვნენ, რომელთა გამოყენებაც მათ საკუთარ პრაქტიკაში შეეძლებათ. შეხვედრის დასასრულს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის” ორგანიზებით შედგა.


იხილეთ გალერეა

Latest news