მედია   სიახლეები   ჩატარდა ტრენინგები კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით
31.10.2019

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ახორციელებს.
ტრენინგების პირველ ეტაზე მონაწილეები კოოპერატივებისთვის განსაზღვრულ შიდა საწარმოო ურთიერთობებსა და სამართლებრივ რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ინფორმაცია.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.

იხ.გალერეა

Latest news