მედია   სიახლეები   გთავაზობთ დისტანციურ ტრენინგებს ფერმერებისა და აგრარულ მეურნეობაში ჩართული პირების შესაძლებლობების გ
07.10.2021

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული საკითხებით დაინტერესებული პირების, აგრარული მიმართულების სტუდენტების, ფერმერებისა და აგრარულ მეურნეობაში ჩართული პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აცხადებს რეგისტრაციას დისტანციურ ტრენინგებზე:

ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები - 18 ოქტომბერი / 11:00 – 14:00 სთ.

თაფლის წარმოება და ფუტკრის ოჯახის მოვლა - 6 ნოემბერი / 12:00 – 15:00 სთ

კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები - 12 ნოემბერი / 11:00 – 14:00 სთ

საძოვრების მდგრადი მართვა - 15 ნოემბერი / 11:00 – 15:00 სთ

მეცხოველეობა - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშები, დაავადებები, პრევენცია, განაყოფიერება და ჰიგიენური სტანდარტები - 17 ნოემბერი / 11:00 - 15:00 სთ

თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები - 18 ნოემბერი / 11:00 – 14: 00 სთ.

დასწრება შესაძლებელია როგორც ერთ, ისე რამდენიმე ტრენინგზე

ტრენინგები გაიმართება პლატფორმის „zoom“ საშუალებით.

დეტალური ინფორმაციისთვის:
საკონტაქტო პირი: ვალერი ალუღიშვილი (მობ: 557 43 44 41; ელ.ფოსტა: valeri.alugishvili@eiec.gov.ge)
 
ტრენინგების გავლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WNzUHW 

Latest news