მედია   სიახლეები   წლიური გაფართოებული შეხვედრა
25.11.2018

პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში, წლიური გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.

 

ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში  წარმატებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.

 

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო  საქართველოს კანონპროექტის  “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ’’ სამუშაო დოკუმენტის წარდგენასა და განხილვა/დისკუსიას.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეემა გაცვალეს მოსაზრებები და ხედვები პროექტის მიმდინარე თუ დაგეგმილი საქმიანობების თაობაზე და შეთანხმდნენ სამომავლოდ ერთობლივ თანამშრომლობაზე.

 

იხ. გალერეა

Latest news