მედია   სიახლეები   ხორბლის შესახებ ტრენინგები დედოფლისწყაროში ჩატარდა
06.08.2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ცოტნე სამადაშვილმა ფერმერებს მარცვლოვან კულტურებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და პრაქტიკაში დანერგვის საკითხები გააცნო.

ტრენინგები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტრენინგის მონაწილეებმა გამოცდილება გააზიარეს ხორბლის დათესვამდე ნიადაგის მოსწორების, ასევე, ნაკვეთების საჰაერო შეწამვლის შესახებ და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მათ მუნიციპალიტეტებშია პრიორიტეტული.

ტრენინგები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც 123 ფერმერი მონაწილეობა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა კახეთის რეგიონში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები” შესახებ ტრენინგები დაასრულა. ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. დაგეგმილია ტრენინგები და გადამზადების კურსები კაკლოვანი კულტურების და მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჩატარადება.

იხ.გალერეა

Latest news