მედია   სიახლეები   ხორბლის შესახებ ტრენინგები ყვარელში, სიღნაღში და საგარეჯოში ჩატარდა
29.07.2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ყვარელის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა ცოტნე სამადაშვილმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, როგორიცაა ქვეყანაში ხორბლის, როგორც სტრატეგიული კულტურის ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, რაოდენობის ზრდა და მისი განვითარების ყველა ფაზაზე ხორბლის ჯიშის შერჩევა მოსავლის აღება-დაბინავებამდე.

ფერმერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას მოიცავს და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Latest news