მედია   სიახლეები   ,,სამრეწველო ემისიების შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა
19.02.2020

საჯარო განხილვის მიზნით ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული "სამრეწველო ემისიების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

კანონპროექტის შემუშავება გათვალისწინებულია „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“. კანონპროექტი ეფუძნება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ 2010 წლის 24 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010/75/EU დირექტივას და ადგენს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიებთან დაკავშრებულ ახალ სამართლებრივ რეჟიმს, მათ შორის, დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს, პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური/იურიდიული პირების უფლება/მოვალეობებს და სხვა.  

კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 13 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: მარშალ გელოვანის #6, ადმინისტრაციული შენობის II კორპუსი, II სართული). აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებული იყო 2019 წლის  24 აპრილს.

 

გთხოვთ, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინოთ 2020 წლის 10 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge.

 

კანონპროექტის საჯარო განხილვაზე დასწრება თავისუფალია! სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, გვაცნობოთ 2020 წლის 13 მარტამდე (ელ.ფოსტა: Akaki.Veltauri@mepa.gov.ge. მობ: 591 819 611).


იხ.დანართები

კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“
კანონის პროექტი ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზ
კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში'' ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში'' ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში'' ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში'' ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი  „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
კანონის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

Latest news