მედია   სიახლეები   ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში
16.04.2019

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გამართეს.  

 

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მხარეებში და ამჟამად პროცესი იმერეთსა და  სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს.

 

2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 

იხ.გალერეა

Latest news