გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემა

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის #382 განკარგულებით დამტკიცებული “ერთის მხრივ, ევროკავშირის და ევროპული ატომური ენერგიის განვითარების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის” დანართი 146.2 პუნქტის თანახმად სავალდებულოა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების დაწყება.

2016 წლის 25 თებერვლიდან სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს პროექტს “გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“, რომელიც ინიცირებულ იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია გაუმჯობესდეს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგი. პროექტის მთავარ შედეგს კი წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემა. სისტემა ხელს შეუწყობს როგორც ეროვნული მიზნების მიღწევას, ისე საერთაშორისო (რიოს სამი კონვენცია) ვალდებულებების შესრულებას.
შესაბამისად, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოზე ზემოქმედების ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას, ასევე ეროვნული მიზნების მიღწევასა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
 
სისტემის კონცეფცია პირველ ეტაპზე გულისხმობს სამი თემატური მოდულის განვითარებას, ესენია: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება და მიწის დეგრადაცია/გაუდაბნოება. სისტემის ტექნიკური დავალების თანახმად სისტემა არის Adaptive (system infrastructure should adapt to new tendencies and requirements) and Modular (system builds on modules of various level of complexity) რაც გცაძლევს შემდგომ ეტაპზე გარემოსთან დაკავშირებული სხვა თემატური მოდულებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარების საშუალებას.  

სისტემის სარგებელი და უპირატესობები:
 
  • საქართველოს მთავრობის ეფექტურობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში

  • გარემოზე ზემოქმედებისა და ტრენდების მონიტორინგის გაუმჯობესება

  • სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისთვის სანდო და რელევანტურ მონაცემთან წვდომის უზრუნველყოფა

  • ​სისტემა, მასში ჩაშენებული ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით, გვაძლებს წვდომას გარემოსთან დაკავშირებულ (ამ ეტაპზე კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნება) მონაცემზე/ინფორმაციაზე და გვაძლევს ახალი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას ნაკლები ადამიანური რესურსითა და მოკლე დროში
 
სისტემა არის მაქსიმალურად ავტომატური და ამცირებს ადამიანის ჩართულობას მინიმუმამდე. უმეტესწილად ეს გამოხატულია მონაცემთა თავმოყრასა და გაზიარებაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან (სახელმწიფო უწყებები და მათი ქვესტრუქტურები, აკადემია, ბიზნეს და არასამტავრობო სექტორი, მოსახლეობა). გარდა ამისა, როგორც ავღნიშნეთ სისტემას გააჩნია ანალიტიკური საშუალებები (tools), რომელთა გამოყენებით სისტემა გვაძლებს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის, ტრენდების მონიტორინგის და ანგარიშგების საშუალებას. 


 
pdf.png გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის პირველი კომპნენტის ამოცანის მიმოხილვა
pdf.png გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მეორე კომპნენტის ამოცანის მიმოხილვა
pdf.png
pdf.png ტექნიკური დავალება გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურა (AEKI)
pdf.png გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის სახელმწიფო უწყებების მანდატების (როლი და პასუხისმგებლობა) ჰარმონიზება
pdf.png გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის სახელმწიფო უწყებების მანდატების (როლი და პასუხისმგებლობა) ჰარმონიზება
pdf.png გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის სახელმწიფო უწყებების მანდატების (როლი და პასუხისმგებლობა) ჰარმონიზება
pdf.png ბიომრავალფეროვნების ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის ეროვნული საჭიროებების შეფასება
pdf.png კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტენდენციების მონიტორინგის ეროვნული საჭიროებების შეფასება
pdf.png  
pdf.png მიწის დეგრადაციისა და გაუდაბნოების საჭიროებების შეფასების საფუძველზე მომზადებული ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა
pdf.png ინდიკატორების ჰარმონიზაცია გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგებისათვის ანგარიში
pdf.png ბიოლოგიური მრავალფეროვნების საჭიროებების შეფასების საფუძველზე მომზადებული ხარვეზების აღმოფხვრის გეგმა
pdf.png გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის
pdf.png გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემისათვის მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის ზოგადი სახელმძღვანელო
pdf.png გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში კლიმატის ცვლილების მოდულის დავალებები
pdf.png გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოდულის დავალებები
pdf.png გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში ბიომრავალფეროვნების მოდულის მიერ სისტემისათვის მისაცემი დავალებები
pdf.png
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ შემოთავაზებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის საკვანძო სამუშაო აღწერილობები
pdf.png
გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ შემოთავაზებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის საკვანძო სამუშაო აღწერილობები
pdf.png
გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ შემოთავაზებული რეკომენდაციების აღსრულებისთვის საკვანძო სამუშაო აღწერილობები


































 



























































































































 














 

ოქტომბერი 2018
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234