შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებს ველური ბუნების დაცვისა და კონსერვაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. მესაზღვრეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოში გავრცელებული სახეობები, ბიომრავალფეროვნების თანამედროვე საფრთხეები და მათთან ბრძოლის გზები.

ტრენინგი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა.

ტრენინგის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცათ.

13.09.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული ორგანიზაციების VIII ფორუმში. ცენტრის წარმომადგენლები, დაინტერესებულ პირებს, ცენტრის საქმიაობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებზეც.

 
11.09.2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ცენტრის წარმომადგნელმა ჩაატარა ტრენინგი გარემოსდაცვითი მეცნიერებების თანამედროვე მიმართულების - კონსერვაციული მტკიცებულებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში განხორციელებული კონსერვაციული ქმედებების ეფექტიანობის შეფასებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კონსერვაციული მტკიცებულებების არსებულ ბაზას და მათი გამოყენების გზებს გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვის, შეფასებისა თუ მონიტორინგის პროცესში, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემთ საქართველოში კონსერვაციულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განახორციელონ გარემოსდაცვითი კვლევები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კონსერვაციული მტკიცებულებების გამოყენების რეალურ მაგალითებს.

 
08.09.2017
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ტენდერი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის შესასრულებლად .
 
 
ტენდერი შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე (https://​tenders.procurement.gov.ge)​ კოდით - SPA170011522
23.08.2017
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებს 2017 წლის 17 აგვისტოს, 17:00 საათზე გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის მეორე კომპონენტის ტექნიკური დავალების (https://goo.gl/oBpfaf) პრეზენტაცია.
14.08.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოჰაბში გაიმართა ქართველი რეჟისორების, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების “ შავი მასისა” და “დახშული სივრცის” ჩვენება, აღნიშნულ ფილმებში ნათლად იყო ასახული ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვით პრობლემა.

კინოჩვენებას დაესწრო “დახშული სივრცის” რეჟისორი, ლევან შუბაშვილი, რომელმაც ფილიმის გადაღების იდეისა და პროცესის შესახებ ისაუბრა. მან ასევე უპასუხა აუდიტორიის კითხვებს.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და განხილვა.

09.07.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მოეწყო დებატები - ეკოსისტემური სერვისები და ურბანული განვითარება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

დებატები მოიცავდა ლისის ტბის ურბანული განვითარების სამი სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივის გაანალიზებას, როგორიცაა: მკაცრად რეკრეაციული ზონის შექმნა; ბიზნესქალაქის განვითარება; საცხოვრებელი კომპლექსის განვითარება.

დებატებში გამარჯვებული ჯგუფის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 
07.07.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ლაგოდეხში მოწყობილ ეკობანაკში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეებს ნარჩენების მართვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. ბავშვებმა მოისმინეს ლექცია ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, დაახარისხეს ნარჩენები, დაამზადეს კომპოსტი, ასევე გააანალიზეს, თუ რა ნაკვალევს ტოვებენ დედამიწაზე თავიანთი ცხოვრების წესით და იმსჯელეს გამოსავლის გზებზე.

პროექტს ახორციელებს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი. პროქტის მიზანი მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და წახალისებაა.

07.07.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი" მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს. 5 დღიანი ინტენსიური სწავლების ბოლოს მათ შესაბამისი ტესტირება გაიარეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს უკვე შეუძლიათ: • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და განახლება; • კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება; • ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგი და შიდა კონტროლის განხორციელება. 
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მეორე წელია ახორციელებს სასწავლო კურსს "გარემოსდაცვითი მმართველი", რომლის მთავარი მიზანი კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.
03.07.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ კაჭრეთში, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ სტუდენტებსა და წარმომადგენლებს ტრენინგი - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ჩაუტარდათ.
30.06.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგი- „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ჩაუტარდათ
29.06.2017
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგი- „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ამჯერად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ჩაუტარდათ.
28.06.2017
 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 
Displaying results 109-120 (of 438)

Latest news