გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექციის მოსასმენად ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების, ძირითადი დამაბინძურებლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის გავლენის შესახებ. ცენტრის წარმომადგენელი მოსწავლეებს თბილისის ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, რის შემდეგაც ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა მსჯელობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის ატმოსფერული ჰაერის თემატიკა/პრობლემატიკასთან დაკავშირებით ლექციებს, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ.

17.10.2018
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით "ჰაერის დაცვის პოლიტიკის" შესახებ გამართულ დისკუსიაში, თბილისის საჯარო სკოლებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დარგის სპეციალისტებთან ერთად იმსჯელა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და მათი ზეგავლენის შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის მიზანიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების, მისი გავლენისა და შედეგების შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიმდებარედ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით სინჯები აიღეს.
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი პროექტს ახორციელდებს თბილისის მერიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ადვოკატირების სწავლებას და მათ აქტიურ ჩართვას საკუთარი ქალაქის განვითარებაში.
12.10.2018

მეტყევის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ამავე სკოლის ეკოკლუბის “დრიადები” წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მეტყევის პროფესიის მნიშვნელობაზე, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებეზე ისაუბრა.

მეტყევეების ყოველდღიურ საქმიანობაზე, ამ პროფესიის ყველაზე მომხიბლავი და რთული დეტალების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარინა სუჯაშვილმა, მეტყევეებმა მარინა რეხვიაშვილმა და ალექსანდრე არჩვაძემ ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მეტყევის დღე საქართველოში 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

10.10.2018

“გარდენ ჰოლში”, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს რჩეული - კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში დაბადებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი თემურ სუყაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეული - სვანეთის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკა წულუკიძე. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და ამ გზით მოსახლეობის ცოდნისა და ცნობიერების დონის ზრდა წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე განათლების როგორც ფორმალურ ისე არაფორმალური და არაოფიციალური მიმართულებით. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის ცენტრმა “მწვანე ჯილდო” დააწესა, რომელიც 2018 წლის ივნისში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის თბილისის 85-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელს ლელა ტყემალაძეს გადაეცა.

08.10.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა  აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.5-ჯერ, ხოლო  მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება აღინიშნა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ქ.ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე 1.1-ჯერ და ქ. ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.2-ჯერ.
გარემოს ეროვნული სააგენტო  ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს  აფართოებს. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში  ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ფილარმონიის მიმდებარედ, თამარ მეფისა და ყაზბეგის გამზირებზე, ასევე გლდანის პირველ მიკრორაიონში. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ  თბილისში   ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში   ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვები ნორმის ფარგლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად, მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საინფორმაციო პორტალის შექმნა, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში გაეცნოს ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება ყოველკვირეული კვლევა ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ყოველკვირეულად სპეციალისტების მიერ წინასწარ შეირჩევა შესაბამისი ლოკაციები, სადაც განხორციელდება კვლევები, ხოლო შედეგები აისახება ერთიან ყოველკვირეულ ანგარიშში.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.
25.09.2018

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილ სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ მუნხტუია ალთანგერელმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.

“გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სისტემა სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის თავმოყრასა და ანალიზს ერთიან სივრცეში, რაც მოსახლეობისთვის სანდო, დროულ და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის საშუალებას იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გაზრდის ეფექტიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესებში და ხელს შეუწყობს, როგორც ეროვნული საჭიროებების, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების (რიოს კონვენციები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ორჰუსის კონვენცია) შესრულებას”- განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ერთიან სივრცეში მარტივად მიიღოს მისთვის სასურველი სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია, მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა.

ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით შეიქმნა.

25.09.2018
სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში”, მედიის წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცონის მართვის სისტემის სადემონტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს, ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის - როგორც ახალი პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ერთიან სივრცეში.
19.09.2018
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია “ჰაერის დაცვის პოლიტიკის” შესახებ.
ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში გარდაცვლილ ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ივანე კუპრაძის ხსოვნას.
ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა - სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის უფროსმა ნინო თხილავამ, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ, მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იმსჯელეს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა თუ მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სოციალურ მდგომარეობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი - ნია გიუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი - თინათინ თინიკაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე- ეკა ლალიაშვილი.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დისკუსიის მიზანი იყო, დაინტერესებულ საზოგადოებას მიეღო სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.
10.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე დაფიქსირდა, ხოლო 31 აგვისტოდან კი კონცენტრაციების მატება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. მომატებული PM10-ის კონცენტრაციები ფიქსირდებოდა 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული გადაჭარბება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული. კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასებით.

გასული კვირის განმავლობაში ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე და ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მომატებული იყო ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად გამოქვეყნდება ვებ-გვერდებზე: www.nea.gov.ge და www.eiec.gov.geასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

07.09.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, USAID-ის პროექტი "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC)

გიწვევთ წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვაზე

ღონისძიების დრო: ოთხშაბათი, 5 სექტემბერი, 2018  | 12:00–15:00 
ადგილი: USAID | G4G-ის საკონფერენციო დარბაზი, ქ. თბილისი, ლევან მიქელაძის 5 (ყოფილი თენგიზ აბულაძის ქუჩა, რუკა თანდართულია)
ღონისძიების ენა: ქართული

კანონის პროექტი და რეგულირების გავლენის შეფასება იხილეთ დანართის სახით. მასალების ნახვა შესაძლებელია ასევე ბმულზე:
https://goo.gl/tMj38x

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 4 სექტემბერს, 12:00 საათამდე.

იხ.დანართები:
კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ
წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება

რუკა - USAID G4G, Deloitte Consulting
03.09.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი „რიონის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ და მასი თანმდევი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge

ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ მოგვიანებით.

 

იხ.დანართები

 
03.09.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჯაროდ ქვეყნდება კანონპროექტი.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები  გთხოვთ მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე ელ-ფოსტაზე:  Akaki.Veltauri@mepa.gov.ge
ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გეცნობებათ მოგვიანებით.
 
იხ.დანართები

კანონპროექტი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

აბულის ტბის აღკვეთილი

ავჭალის ტბის აღკვეთილი
საღამოს ტბა
ფარავნის ტბის აღკვეთილი

03.09.2018
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 25-36 (of 462)

Latest news