სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვითი მმართველის” სასწავლო კურსი დაიწყო. კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს სსიპ გარემოდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა.

სასწავლო კურსის “გარემოსდაცვითი მმართველი” მიზანია ნარჩენების მართვის კოდექსით დაკისრებული ვალდებულებებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით კომპანიებისთვის ნარჩენების მართვის სფეროში შესაბამისი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ “გარემოსდაცვითი მმართველის” ძირითადი მოვალეობები კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება, განხორციელება და ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელებაა.

სასწავლო პროგრამით „გარემოსდაცვითი მმართველი“ სულ გადამზადდა-332 კადრი.

24.04.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის გამართეს. 
ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.
ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. 
ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.
აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.ტრენინგის მიზანია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის საკითხებს.
ტრენინგის მონაწილე აღმზრდელებსა და მეთოდისტებს დაურიგდათ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და გადაეცათ სერტიფიკატები. 
ასევე სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 400-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი.
აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები მთელ საქართველოს მოიცავს.
22.04.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის თემაზე ლექციის მოსასმენად, 174-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. 
მოსწავლეები მდგრადი განვითარების კონცეფციას, მის მნიშვნელობასა და მიზნებს გაეცნენ. ასევე ინფორმაცია მიიღეს იმ გარემოსდაცვით პრობლემებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზანს უკავშირდება. ლექციის დასასრულს, მათ, გარემოზე საკუთარი ყოველდღიური ქცევების შესაძლო გავლენასა და ქცევის ცვლილების გზებზე იმსჯელეს
05.04.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით.
ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ - თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა ამჯერად ყვარლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 24 წარმომადგენელს ჩაუტარეს ტრენინგი.
შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 391 მეთოდისტი და აღმზრდელი.
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება. 
04.04.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მართვის იერარქიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მართვის იერარქიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მართვის იერარქიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.

 
04.04.2018
პროექტი “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის” (EUWI+ East) იწვევს შესაბამისი გამოცდლების მქონე ადგილობრივ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კველვით/აკადემიურ ინსტიტუტებს და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს საქართველოში, მონაწილეობის მისაღებად ტენდერში მდ. ალაზნის-იორის და ხრამი-დებედას სააუზე მართვის რეგიონებისთვის მიწისქვეშა წყლის ობიექტების დელინიაციის, აღწერის და შესაბამის აუზებში მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ქსელის დიზაინის გეგმის შემუშავებისთვის.

დეტალური ტექნიკური დავალება და ტენედერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 
http://euwipluseast.eu/en/thematic-area/call-for-application

საპროექტო შეთავაზებები მიიღება: 2018 წ. 17 აპრილამდე განხორციელების ვადა: კონტრაქტის ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში განხორციელების სავარაუდო პერიოდი: 2018 წ. მაისი - 2019 წ. ოქტომბერი
02.04.2018

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 161-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ატმოსფერული ჰაერი, მისი მნიშვნელობა, ჰაერის დაბინძურების ძირითადი სახეები და დაბინძურებული ჰაერის გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

ასევე, DPSIR (Drivers-მამოძრავებელი ფაქტორები, Pressure-ზემოქმედება, State-მდგომარეობა, Impact-გავლენა, Response-საპასუხო ქმედება) მეთოდის მეშვეობით , რომელიც აქტიურად გამოიყენება ევროპაში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირებისათვის, გაანალიზეს ქალაქ თბილისის ატმოსფერული ჰაერის სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების პრობლემა და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვაც წარმოადგინეს.

28.03.2018


წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სკოლა "მწიგნობართუხუცესის" მოსწავლეები ესტუმრნენ.

ცენტრის წარმომადგენელი მათ წყლის რესურსების მნიშვნელობის, მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ვირტუალურ წყალსა და მის მნიშვნელობას. იმსჯელეს საქართველოს წყლის რესურსების წინაშე მდგარ საფრთხეებისა და მათ გადაჭრის გზების შესახებ.

ლექციის დასასრულს ცენტრის სტუმრებს სპეციალური კითხვარი გადაეცათ, რომლის საშუალებითაც მათ საკუთარი ეკონაკვალევის გამოთვლა შეეძლებათ.

22.03.2018

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის N59-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. ლექციის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსებთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებზე, შესაძლო საფრთხეებსა და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე. 
მოსწავლეებს ინფორმაცია მიეწოდათ წყლის გამწმენდი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის დაზოგვის მეთოდების შესახებ. მოსწავლეებმა თავადაც წარმოადგინეს თემატური პოსტერი და მაკეტი. 
ლექციის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური კითხვარი - "ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი" - დაურიგდათ, რომლის საშუალებითაც მათ გარემოზე საკუთარი ზეგავლენის გამოთვლა შეეძლებათ.
22.03.2018


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემადგენლობაში გადატანას და  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისათვის მოსაკრებლის ნაცვლად მომსახურების საფასურის დადგენას.

 

აღნიშნული ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მიმდინარე წლის 27 თებერვალს. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტისა და თანმდევი ცვლილებების განხილვისა და მასზე მოსაზრებების წარმოდგენის ვადა გაიზარდოს ერთი თვით. ასევე, დაინტერესებული საზოგადოების მიერ მოხდა ცალკეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიცირება სამუშაო ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, განმეორებით წარმოგიდგენთ ცვლილებების კანონპროექტს და გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 მარტამდე მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eia@moe.gov.ge.

 

დაინტერესებული საზოგადოების მიერ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების განხილვას სამინისტრო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომლის შესახებაც დამატებით გეცნობებათ.

იხ.დანართები

საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 
06.03.2018

პროექტის ფარგლებში "მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა" პირველი შეხვედრა 182-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებთან გაიმართა. ლექციის მსვლელობისას მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიიღეს მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მიზნებზე, რომლებიც გარემოსდაცვით პრობლემებსა და საკითხებს უკავშირდება. ლექციის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური კითხვარი " ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი" დაურიგდათ, რომლის საშუალებითაც მათ გარემოზე საკუთარი ზეგავლენის გამოთვლა შეეძლებათ.
06.03.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტერს ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემებს, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებს გაეცნენ. ლექციის დასასრულს კი ცენტრის წარმომადგენელმა მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
02.03.2018
 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
Displaying results 37-48 (of 422)

Latest news