საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი ) საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

 
14.12.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა) საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

 
13.12.2017
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს კომიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის” საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.
12.12.2017

ქ. თბილისის მე-5 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა ბიომრავალფეროვნების დაცვის თემაზე წარმოდგენა გამართეს, მოგვიანებით კი პატარებმა მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად მარადმწვანე ხეები დათესეს, ამოსულ ნერგებს კი ისევ ბავშვები გადარგავენ ბუნებაში და იზრუნებენ მათზე.

ჩვენთვის სასიამოვნო ტრადიცია დაუნერგავთ ბაღებში: ერთმანეთს გარემოსდაცვითი თემატიკის ღონისძიებების გამართვასა და გარემოს გამწვანებაში იწვევენ. ამჯერად მე-5 ბაგა-ბაღმა 74-ე, 96-ე და 119 ბაღები გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლისა და ენერგიის დაზოგვას მოიცავს, დაინერგა და წარმატებით ისწავლება თბილისის ყველა საბავშვო ბაღში.

 
12.12.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში გაიმართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.

ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის სამივე კომპონენტის ფარგლებში ერთი წლის მანძილზე წარმატებით განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. მათ ასევე წარედგინათ დოკუმენტი “გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის განხორციელების სტრატეგია 2018-2030 წწ - მიზნები და ინდიკატორები”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გაცვალეს მოსაზრებები და ხედვები პროექტის თაობაზე და შეთანხმდნენ სამომავლო ერთობლივ ჩართულობასა თუ თანამშრომლობაზე

 
07.12.2017

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, პროექტზე „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.

მონაწილეები კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების კარგვისა და გაუდაბნოების, რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტეგრირების მნიშვნელობის საკითხებს გაეცნენ.

პროექტის მიზანია, გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესება, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლება, რაც სახელმწიფოში გარემოსდაცვითი დაგეგმარების, გადაწყვეტილების მიღებისა და მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებას შუწყობს ხელს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

06.12.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

 
05.12.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები სტუმრად ევროპულ სკოლაში იმყოფებოდნენ. ცენტრის წარმომადგენელი ევროპული სკოლის მოწავლეებს გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება კი მწვანე საფრის მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების გზებზე გამახვილდა.ქაღალდის ნაწარმის ხელმეორე გამოყენების მიზნით კი სკოლაში მაკულატურისთვის განკუთვნილი მწვანე ყუთი განთავსდა.

 
04.12.2017

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს “მწვანე” სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ცენტრის სტუმრებმა ლექცია გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და დაბინძურების შედეგების შესახებ მოისმინეს, ასევე გაეცნენ ნარჩენების ტიპებს, მათი მართვის აუცილებლობასა და მართვის იერარქიას, პრაქტიკული დავალების ფარგლებში კი თავად დაახარისხეს სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. ლექციის ბოლოს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

27.11.2017

“ჰაერის დაბინძურების” კამპანიის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა ლექცია ჰაერის, მისი მნიშვნელობის, ძირითადი დამაბინძურებლებისა და დაბინძურებასთან ბრძოლის შესახებ მოისმინეს. ასევე მიიღეს ინფორმაცია შიდა ჰაერის დამაბინძურებლებსა და მათთან ბრძოლის გზებზე.

ლექციის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო დაბინძურებას დაეთმო. ცენტრის სტუმრებმა სატრანსპორტო დაბინძურების შემცირების საკუთარი იდეებიც წარმოადგინეს.

 
22.11.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და უკანონო ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთის მიზნით, პროექტის - „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობათა გაძლიერება“ - ფარგლებში, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ტრენინგები.

ტრენინგები საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 180-მდე თანამშრომელი, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.

 
15.11.2017
სტრატეგიის ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სისტემაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის და ხარისხიანი განათლების მეშვეობით, საზოგადოების იმ საჭირო ცოდნის, ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს , რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. სტრატეგიით განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები და ქმედებები, რომელიც განათლების სისტემაში მდგრადი განვითარების პრინციპების ასახვას შეუწყობს ხელს.
10.11.2017
 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 
Displaying results 73-84 (of 422)

Latest news