საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის” საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე.
08.02.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით. ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის 26 აღმზრდელსა და მეთოდისტს ტრენინგი ჩაუტარეს. შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 300-ზე მეტი მეთოდისტი და აღმზრდელი. „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.
06.02.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2015 წელს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტში შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა სკოლამდელი განათლების საფეხურზე გარემოსდაცვითი კომპონენტის სწავლების გაძლიერებას, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით.
 
სწორედ ამიტომ, ცენტრი, ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2016 წლიდან ახორციელებს სახელმძღვანელოს-“სკოლამდელი გარემოდაცვითი განათლება“-საბავშვო ბაღებში დანერგვას, რისთვისაც  თბილისის ყველა საბავშვო ბაღის წარმომადგენელი გადაამზადა. გადამზადების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და სახელმძღვანელო ამჯერად კახეთის რეგიონში ინერგება.
 
იმისათვის, რომ მოხდეს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება და აღმზრდელებისა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, აწესებს „მწვანე ჯილდოს“ საუკეთესო აღმზრდელის ან მეთოდისტის გამოსავლენად.
 
კონკურსი პირველ ეტაპზე ჩატარდება თბილისის ბაღებს შორის, ხოლო სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვის შემდეგ, მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონის აღმზრდელ-მეთოდისტები.
 
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მეთოდისტსა თუ აღმზრდელს, რომელიც პრაქტიკაში იყენებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს.
 

კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა და თან დაურთოთ თქვენ  მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა და ღონისძიების პროგრამის აღწერა (ერთ საქაღალდედ).

 
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
  1. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განაცხადების განხილვა და გადარჩევა;
  2. მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ ერთ გარემოსდაცვით აქტივობას.
 
გამარჯვებულს, კომპეტენტური პირებისაგან დაკომპლექტებული კომისია, ორივე ეტაპის შედეგების დაჯამების შემდეგ გამოავლენს. კონკურსი დასრულდება საზეიმო დაჯილდოებით.
 
განაცხადები მიიღება  2018 წლის 10 თებერვლიდან - 15 მაისამდე, მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:  info@eiec.gov.ge
 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ,  დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ნათია სარალიძე
ტელეფონი: 555 35 22 33
ცენტრის ვებ-გვერდი: www.eiec.gov.ge  
მის:ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქ.35
თბილისი 0186,საქართველო
ტელ: +995 32 2 11 20 23
 
 
 
 
 
 
 
02.02.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ტრენინგებს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით.

ცენტრის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ინერგება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის 33 აღმზრდელსა და მეთოდისტს ტრენინგი ჩაუტარეს.

შეგახსენებთ, რომ სახელმძღვანელოს წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გადამზადდა ქ. თბილისის, ქ. თელავის, ასევე თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის 280-მდე მეთოდისტი და აღმზრდელი.

„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.

 
30.01.2018

დაგეგმილი საქმიანობის  დასახელება:  ცემენტის წარმოება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  შპს „ბათუმ ციმენთო“
დაგეგმილი საქმიანობის  განხორციელების ადგილი:  ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ს/კ 05.35.28.313.
დაგეგმილი საქმიანობის  საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2018 წელი, 16 თებერვალი, 14:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. № 23.

 

29.01.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის” საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე.

 
29.01.2018

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაიმართა ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების პროექტის საჯარო განხილვა. განხილვის პროცესში, მონაწილე პირთა მიერ გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და წინადადებები რომელთა გათვალისწინება მოხდა სამინისტროს მიერ. წარმოგიდგენთ შესწორებულ ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების პროექტს. გთხოვთ, განიხლოთ წარმოდგენილი პროექტი და შენიშვნები და მოსაზრებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოგვაწოდოთ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტში მიმდინარე წლის 24 იანვრამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია: Tel.: 2 727260

 
22.01.2018
2018 წლის 1 იანვრიდან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილში ძალაში შევიდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. მიღებული კოდექსი აყალიბებს სრულიად ახალ მიდგომებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებულ საქმიანობებთან მიმართებით. მათ შორის აღსანიშნავია სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობის მაღალ სტანდარტებს, გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.
კოდექსის აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე სამინისტროს მიერ მომზადდა ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების პროექტი, რომელიც ადგენს საჯარო განხილვის ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს.
აღნიშნული „საჯარო განხილვის წესი“-ს საჯარო განხილვა გამიმართება მიმდინარე წლის 12 იანვარს 12 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში (ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა) მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის N6.
დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია გარემოზე ზემოქმედების ნებათვების დეპარტამენტში მიმდინარე წლის 12 იანვრის ჩათვლით.
05.01.2018
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდა
2018 წლის პირველი იანვრიდან.

 
ნარჩენების   მართვის   კოდექსის  26-ე   მუხლის  თანახმად, რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:
ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;
ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
გ) არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;
დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება.

რეგისტრაციის პროცედურები და მოთხოვნები განისაზღვრება ,,ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N144 დადგენილებით (იხ. ბმული)

საქმიანობების რეგისტრაციის მიზნით რეგისტრაციის განაცხადის ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით შემდეგ ვებგვერდზე waste.moe.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია: ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახური, ტელ: 2727227
03.01.2018

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას. მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის შემუშავება.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ია პაპიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ მიმართეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ფუნქციონალი. ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვისა და რიოს კონვენციების განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის.

პრეოქტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

 
27.12.2017

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის "გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში" ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის”

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა რიოს სამი კონვენციით დაკისრებული მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ გლობალური თუ ლოკალური მასშტაბით არსებულ ისეთ ძირეულ გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კარგვა და გაუდაბნოება. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული საკითხების თოაბაზე რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში გარემოსდაცვითი მართვის ინტერგრირების მნიშვნელობაზე

ჯგუფური სამუშაოს ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებები DPSIR ჩარჩო მეთოდის გამოყენებით და აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.

 
25.12.2017

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ პროექტზე - „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან, მიწის დეგრადაციის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მიწის დეგრადაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის როლზე იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტზე, სადაც ქარსაფარი ზოლების აღდგენა მიმდინარეობს.

პროექტს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელია - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Gaucasus), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

პროექტის მესამე კომპონენტს - „ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.

24.12.2017
 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 
Displaying results 97-108 (of 462)

Latest news