ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის! | „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო”

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის! | „ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო”

კონკურსის გამოცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე:  „ ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო“.

კონკურსი ხორციელდება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში და მიზნად ისახავს  ტყის მდგრადი მართვისა და ტყის სექტორის შესახებ  მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა ?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს, საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, თიანეთი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ყვარელი.

მონაწილეობის ფორმა:  ინდივიდუალურად ან ჯგუფურად  (მაქსიმალური 4 მოსწავლე)

საკონკურსო დავალება:
კონკურისის  ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა  წარმოადგინონ  კრეატიული პროექტისიდეა, რომელიც ეხება ტყის მდგრად მართვას, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევების გადაჭირის გზებს. 

პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
• თემის არჩევა და სახელწოდება 
• შესავალი
• მიზანი
• სამიზნე აუდიტორია
• სლოგანი 
• პოსტერი,  ვიდეო ან სოციალური ქსელის კამპანია
• მოკლე აღწერა, თუ როგორ შეიძლება კამპანიის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება

შეფასების კრიტერიუმები:
• კრეატიულობა და ინოვაციურობა – 30%
• გარემოზე გავლენა – 25%
• განხორციელების შესაძლებლობა – 25%
• პრეზენტაციის ხარისხი – 20%

კონკურსიში გამოვლენილი იქნება გამარჯვებული ათეული და საუკეთესო სამეული. 
საუკეთესო ნამუშევარების ავტორებს , გადაეცემათ  სასაჩუქრე ვაუჩერები ! 
1 ადგილი:  1500₾
2 ადგილი: 1000₾
3 ადგილი:  800₾
ხოლო მე-4-დან, მე-10 ადგილის ჩათვლით გამარჯვებულებს გადაეცემათ 500 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერი. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 დეკემბერი.

პრეზენტაცია გამოაგზავნეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ელ-ფოსტაზე - info@eiec.gov.ge , PDF,  Power Point ფორმატით.

გისურვებთ წარმატებებს!

საჯარო განხილვების არქივი