სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ესეების კონკურსი „ადამიანის კვალი ნიადაგზე“

ესეების კონკურსი „ადამიანის კვალი ნიადაგზე“

20 ოქტომბერი - 20 ნოემბერი2026 წლის 5 დეკემბერი

5 დეკემბერს ნიადაგის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2026 წლის კამპანიის მთავარი თემაა ნიადაგის დატკეპნა: „შევაჩეროთ ნიადაგის დატკეპნა, გავზარდოთ ნიადაგის პროდუქტიულობა“. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახალგაზრდებს ესეების კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს.

დაფიქრდი, დაწერე და გვაჩვენე: რა კვალს ვტოვებთ ნიადაგზე და როგორი ნიადაგი უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობებს?

მონაწილეები: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII–XII კლასების მოსწავლეები.

  • I კატეგორია: VII–IX კლასები
  • II კატეგორია: X–XII კლასები

შეფასება: ჟიური აფასებს 100 ქულიანი სისტემით. მთავარი კრიტერიუმებია თემის გააზრება და სიღრმე (25), არგუმენტაცია (20) და საკუთარი მოსაზრება (20). უპირატესობა ენიჭება გააზრებას და დამოუკიდებელ აზროვნებას და არა ინფორმაციის რაოდენობას.

ჯილდოები: I, II, III . გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის სახელობის სიგელებით. დაჯილდოების ცერემონია: 2026 წლის 5 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობით ავტორი თანახმაა, რომ ორგანიზატორმა ნამუშევარი გამოიყენოს საგანმანათლებლო მიზნებით, კამპანიაში, ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში (ავტორის მითითებით).

#ადამიანისკვალინიადაგზე #ნიადაგისმსოფლიოდღე2026 #ნიადაგისდაცვა #ახალგაზრდებისჩართულობა

კონკურსის აღწერა

ესეში უნდა:

  • წარმოჩნდეს პრობლემა და მისი მიზეზები;
  • მოყვანილი იყოს მაგალითები;
  • გამოითქვას საკუთარი მოსაზრება;
  • შემოთავაზებული იყოს გამოსავალი.

მოთხოვნები:

  • მოცულობა: 300-დან 600  სიტყვამდე
  • ენა: ქართული
  • ფორმატი: Word ან PDF
  • შრიფტი: Sylfaen, ზომა 12, ინტერვალი 1.5
  • ნამუშევარი უნდა იყოს ავტორის საკუთარი, პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი შინაარსის გარეშე
  • უნდა მიეთითოს გამოყენებული წყაროები

როგორ მივიღოთ მონაწილეობა: გამოგზავნე ელფოსტაზე info@eiec.gov.ge და მიუთითე:

  1. მოსწავლის სახელი, გვარი და სკოლა;
  2. საკონტაქტო ინფორმაცია;
  3. საკონკურსო ნამუშევარი;
  4. ნამუშევრის მოკლე აღწერა.

არასრული ან ვადის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადი შეიძლება არ იქნეს დაშვებული.