2026-11-17
ცენტრის სიახლე„წყალბადქლორფთორნახშირბადის ეტაპობრივი ამოღების მართვის გეგმა - ფაზა 2“ (HPMP Phase 2) და „ენერგოეფექტურობა“
გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (EIEC) შორის გაფორმებული შეთანხმების წერილის (LOA) ფარგლებში, პროექტების -„წყალბადქლორფთორნახშირბადის ეტაპობრივი ამოღების მართვის გეგმა - ფაზა 2“ (HPMP Phase 2) და „ენერგოეფექტურობა“ - განხორციელების მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი აქტივობები.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორში არსებული მდგომარეობა, საჭიროებების კვლევის შედეგები და გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სექტორში არსებულ საჭიროებებს, პროფესიული განათლების მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი დაძლევის შესაძლო გზებს.
