კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში
პროექტის შესახებ
საქართველოს მთავრობის, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობის (SDC) თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე ეროვნულ დონეზე ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის მეშვეობით და ადგილობრივ დონეზე რისკებზე დამყარებული ქმედებების გატარებით.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკთან დაკავშირებული ინფორმაციის შემუშავება, რაც დაეხმარება საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განახორციელოს რიგი ქმედებები, ტრანსფორმაციული პოლიტიკა და ამით შეამციროს მოსახლეობის მოწყვლადობა კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.
პროექტის სამი ძირითადი კომპონენტია:
1. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დაკვირვების გაფართოებული ქსელი და მოდელირების შესაძლებლობები, იმისთვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაცია კლიმატთან დაკავშირებული საფრთხეების, მოწყვლადობის და რისკის შესახებ;
2. მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის მხარდაჭერა და კლიმატთან დაკავშირებული ახალი საინფორმაციო პროდუქტების შექმნა, ეფექტიანი ეროვნული რეგულაციებით, კოორდინირების მექანიზმებითა და ინსტიტუციური შესაძლებლობებით;
3. მოსახლეობის მედეგობის გაზრდა მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემისა და რისკის შემცირების პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელების გზით.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად განაგრძობს ცნობიერების ამაღლების კომპონენტის განხორციელებას.
საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა 2019 წლიდან ხორციელდება საქართველოს 46 მუნიციპალიტეტში. ტრენინგები გაიარა 10,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 200-ზე მეტი ახალაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“;
"მწვანე სტიპენდია" მიიღო 128 სტუდენტმა საქართველოს რვა უნივერსიტეტიდან, რომლებმაც სწავლა ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გეოლოგიის, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის, გარემოს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესწავლა სამაგისტრო პროგრამებზე განაგრძეს;
გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იმართება ყოველწლიური კონკურსები, მოხალისეთა პროგრამები, ტრენინგები და სემინარები კატასტროფების რისკებისა და კატასტროფების დროს ქცევის წესების შესახებ.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1. ცენტრში არსებული შესაძლებლობების გაძლიერება;
2. ცენტრალურ, მუნიციპალურ და თემის დონეზე ცნობიერების ამაღლების გზით შესაძლებლობების გაუმჯობესება;
3. ქსელის შექმნა და ადვოკატირება;
4. საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება კატასტროფის რისკის (მრავალმხრივი საფრთხეების) მართვაში;
5. მედიაკამპანია ეროვნულ დონეზე MHRS და EWS კონცეფციის და პროექტების საკითხებზე გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
დონორი: მწვანე კლიმატის ფონდი (GCF)
განმახორციელებელი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)
საკონტაქტო პირი: მარიამ სესიტაშვილი - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - Mariami.sesitashvili@eiec.gov.ge
