სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

პროექტები

2026-07-1531-12-2030

საქართველოს მეორე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის, ასევე გაერთიანებული მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისა და მეექვსე ეროვნული შეტყობინების მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ

პროექტის შესახებ

დონორი: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).

განმახორციელებელი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC).

პროექტის მიზნები:

საერთაშორისო ანგარიშგება: საქართველოს მე-2 ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR2), ასევე გაერთიანებული მე-3 ანგარიშისა (BTR3) და მე-6 ეროვნული შეტყობინების (6NC) მომზადება და წარდგენა კონვენციის სამდივნოსთვის;

გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩო (ETF): ქვეყნის ანგარიშგების სისტემის შესაბამისობაში მოყვანა პარიზის შეთანხმების ETF-ის მოთხოვნებთან;

ინსტიტუციური გაძლიერება: ეროვნული და სექტორული უწყებების ტექნიკური შესაძლებლობების ამაღლება, რათა კლიმატის ცვლილების საკითხები სრულად იქნას ინტეგრირებული ქვეყნის განვითარების პოლიტიკასა და სტრატეგიულ გეგმებში.

ძირითადი კომპონენტები და შედეგები:

სათბურის გაზების ეროვნული ინვენტარიზაცია: ქვეყნის მასშტაბით სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისიებისა და შთანთქმის განახლებული, ზუსტი რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა;

NDC-ის პროგრესის მონიტორინგი: ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) სამიზნე მაჩვენებლების შესრულების მიმდინარეობის შეფასება;

კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია: კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მოწყვლადი სექტორების იდენტიფიცირება, ადაპტაციის ღონისძიებებისა და დაბალემისიიანი განვითარების სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვა;

საჭიროებებისა და მიღებული დახმარების აღრიცხვა: კლიმატის პოლიტიკის სრულფასოვნად განსახორციელებლად საჭირო ფინანსური, ტექნოლოგიური და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის შეფასება.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს საქართველოს პირველი ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისა (BTR1) და მეხუთე ეროვნული შეტყობინების (5NC) მომზადების წარმატებით დასრულებული პროექტის ლოგიკურ გაგრძელებას.

საკონტაქტო პირი: ქეთევან წითლიძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა: Ketevan.Tsitlidze@eiec.gov.ge