სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

პროექტები

2025-10-2930.05.2027

შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) პროცესის მხარდასაჭერად

პროექტის შესახებ

დონორი: კლიმატის მწვანე ფონდი (GCF)

განმახორციელებელი: გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC)

 პროექტის მიზნები და მნიშვნელობა

 პროექტის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოს ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება და ეროვნული ადაპტაციის გეგმის (NAP) ეფექტიანი განვითარება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს:

  • ადაპტაციის დაგეგმვის მმართველობისა და კოორდინაციის გაძლიერებას;
  • კლიმატის ცვლილების ზეგავლენისა და ადაპტაციის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ანალიზსა და პრიორიტეტიზაციას;
  • კერძო სექტორის ჩართულობის მიზნობრივი სტრატეგიის შემუშავებას;
  • NAP პროცესის განხორციელების დაფინანსების სტრატეგიის შემუშავებას;
  • მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების (MEL) სისტემის განვითარებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას.

პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი ქმნის საფუძველს კლიმატგამძლე განვითარებისათვის და უზრუნველყოფს, რომ ადაპტაციის პოლიტიკა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

პროექტის განხორციელების შედეგად შემუშავდება:

  • კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 10-წლიანი ხედვა და 5-წლიანი ეროვნული ადაპტაციის გეგმა (NAP);
  • ადაპტაციის გეგმები საქართველოს ოთხი სამიზნე რეგიონისა და ექვსი პრიორიტეტული სექტორისთვის: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა;
  • საშუალო და გრძელვადიანი კლიმატის რისკების შეფასების შემაჯამებელი დოკუმენტები;
  • კლიმატის ცვლილების სცენარებისა და რისკების შეფასების მეთოდოლოგიური ჩარჩო;
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმა და NAP-ის ფორმულირების სტრატეგიული საგზაო რუკა;
  • კომუნიკაციის სტრატეგია, რეკომენდაციები, სახელმძღვანელოები და სატრენინგო მასალები.

 

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს ტრანსფორმაციას კლიმატგამძლე, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ეკონომიკად, სადაც კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია ინტეგრირებულია ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში.

 

საკონტაქტო პირი: ეკა მამალაძე - პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა: eka.mamaladze@eiec.gov.ge