ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

„საქართველოში ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM)  პროექტების ფორმულირება  და განხორციელება“ სემინარი გაიმართება

„საქართველოში ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) პროექტების ფორმულირება და განხორციელება“ სემინარი გაიმართება

24 იანვარს 9:30 სთ-ზე გაიმართება სემინარი  „საქართველოში ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM)  პროექტების ფორმულირება  და განხორციელება“.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია  ონლაინ ფორმატში შემდეგ ბმულზე: https://zoom.us/j/91461141521?pwd=OTZkR1VsSEs0eEpKMGZSTndMOXNCQT09#success 

სემინარის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტრო და საკონსულტაციო კომპანია PADECO Co., Ltd. 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო აქტიურად მუშაობს იაპონიასთან ემისიების ვაჭრობის სქემის „ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (Joint Crediting Mechanism (JCM)) ჩამოყალიბებაზე, რომელის მიზანია დეკარბონიზაციის წამყვანი ტექნოლოგიების, პროდუქტების, სისტემების, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გავრცელება.

შესაბამისად, სემინარის მიზანია JCM-ის მიმოხილვა და ამ სქემის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და JCM-ის განხორციელებასთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაცია მიიღონ.

საჯარო განხილვები