ონლაინ დახმარება ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng

ცენტრის შესახებ

2013 წლის 14 მაისს დაარსდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზნებია:

  • საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება
  • გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა
  • გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ცენტრის საქმიანობა ეფუძნება “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის” შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) პრინციპებსა და გაეროს ევროპის ეკონომიკის კომისიის (UNECE) "განათლება მდგრადი განვითარებისთვის" სტრატეგიის ხედვებსა და მიმართულებებს.

ცენტრი ხელს უწყობს მდგრად განვითარებას გარემოს კომპონენტებთან დაკავშირებული განათლებისა და  სრულყოფილ ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით.

 

საჯარო განხილვები