ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული, მოტივირებული მოსწავლე, ჩართული ხარ გარემოსდაცვით აქტივობებში, ან გაქვს სურვილი, გაიღრმავო ცოდნა ამ მიმართულებით, ეს პროექტი შენთვისაა. ეკოლიდერთა სკოლა საშუალებას მოგცემს, მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხებზე. ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს. 

მონაწილეთა შერჩევა მოხდება განცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ZOOM პლატფორმის მეშვეობით, აპრილსა და მაისში, ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. გასვლითი აქტივობები დაგეგმილია ივნისში.  

პროგრამის ფარგლებში თქვენ გაეცნობით შემდეგ თემებს:

 მდგრადი განვითარების მიზნები
 ადამიანის ეკოლოგიური უფლებები
 ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა
 ფუტკარი - მათი მნიშვნელობა და მოვლა  
 ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები
 დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
 ურბანული ბიომრავალფეროვნება და ეკოაქტივიზმი
 ფრინველები და მათი როლი გარემოში
 გენდერი და გარემოს დაცვა
 კლიმატის ცვლილება
 ტყის მდგრადი მართვა
 გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი გარემოს დაცვაში
 პრეზენტაციის წარდგენა


გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ეკოლიდერის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 2 გაცდენა.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfWnr0fL8Eu2_0hb2fP-hJiJfboSdFkkZkFA74EK12Z82BL3g/viewform?usp=sf_link  

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის მთავარ სპეციალისტს ანა ცაცანაშვილს  ტელ: 555 20 4321; ელფოსტა: ana.tsatsanashvili@eiec.gov.ge  

საჯარო განხილვები