ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

განცხადებები

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის მეორე შეხვედრა

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის მეორე შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში 2024 წლის 2 აპრილს 14:30 საათზე გაიმართება  სამუშაო შეხვედრა საქართველოს მუნიციპალური ტყეების თემატიკაზე.

შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით, განხილულ იქნას მუნიციპალური ტყის ფორმირებისა და ტყის მართვის შესაძლებლობების განვითარებისთვის გაწეული სამუშაოები და შექმნილი დოკუმენტები, სამომავლოდ კი მოხდეს შეხვედრაზე წარმოდგენილი აქტუალური საკითხებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება. 

შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:   https://forms.gle/NTEMCiJc6HUNSW1FA  25 მარტის ჩათვლით.

შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ 27 მარტს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელს თინა ცხოვრებაძეს - ელ.ფოსტა: tina.tskhovrebadze@mepa.gov.ge   

საჯარო განხილვები