ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გეგმავს რაჭის რეგიონში გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრის ჩატარებას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართება სოფ. თხმორში, 15 საათზე. ხოლო ონის მუნიციპალიტეტში ონის კულტურის სახლში, 17 საათზე. 

გარდა აღნიშნულისა, სამინისტრო, 2016 წლის 24 ოქტომბერს ჩაატარებს „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვას. განხილვა გაიმართება ამბროლაურის გამგეობის შენობაში 11 საათზე.

ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს.

იხილეთ „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

შეკითხვების სემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამეტნის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს.
ტელ: 598 60 50 53

საჯარო განხილვები