ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს “ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს “ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს  ფოტოკონკურსს “ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში”. კონკურსის მთავარი მიზანია ველური ბუნების ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისა და წახალისების გზით ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის -  ბუნებრივი ეკოსისტემების, ჰაბიტატების, ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესახებ საზოგადოებების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

მონაწილეებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ მინიმუმ ერთიდან სამ ფოტომდე, რომელიც ასახავს საქართველოს ბიომრავალფეროვნებას ან ბიომრავალფროვნების შესანარჩუნებალად/დასაცავად განხორცილებულ პრაქტიკულ ქმედებას; 

აუცილებელია, რომ ფოტოს თან ერთვოდეს გადაღების ადგილი და დრო ასევე მოკლე აღწერილობა - ფოტოკადრის თქვენეული ხედვა.

შეფასების კრიტერიუმები და ტექნიკური მოთხოვნები:

*თემასთან შესაბამისობა

*კომპოზიცია 

*კრეატიულობა

*სურათი უნდა იყოს JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg), მინიმუმ 1,600 პიქსელი, ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.

ფინალისტებს გარკვეულ ეტაპზე მოეთხოვებათ წარმოადგინონ ორიგინალი ფოტო RAW ან JPEG ფაილები გადამოწმების მიზნით. ფოტოს უნდა ჰქონდეს გამოფენისთვის შესაბამისი ხარისხი. 

ნებადართულია ფოტოების მინიმალური ციფრული დამუშავება, მაგალითად: მინიმალური სიმკვეთრე, კონტრასტი, გაღიავება ან ჩამუქება. ფოტო შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი. 

აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ მონაწილეებს. ასევე, მიღებული ფოტოები გამოქვეყნდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ფბ.გვერდზე და სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლებათ მოწონებების საშუალებით გამოავლინონ კიდევ ერთი გამარჯვებული კონკურსანტი.

კონკურსში მონაწილე ფოტოებზე საავტორო უფლებები უნარჩუნდებათ მონაწილეებს. თუმცა, თითოეული მონაწილე ანიჭებს კონკურსის განმახორციელებელს უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი ფოტო სხვადასხვა პუბლიკაციაში, ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებში და ა.შ. საავტორო უფლების დაცვით.

ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eiec.gov.ge, სათაურით „ფოტოკონკურსი“.

საკონტაქტო პირი: ანა მანჯავიძე, ტელ:555233536

 

საჯარო განხილვები