ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც ცოდნისა და ახალი გამოცდილების მიღების წყურვილით შეაბიჯეს სკოლაში.

ყველა მოსწავლეს ვუსურვებთ მეტ საინტერესო გაკვეთილს ბუნებაზე, რადგან სწორედ ბუნებაა ის წიგნი, რომელიც ყოველთვის ღიაა ყველა თვალისთვის.

მასწავლებლებო, კიდევ უფრო მეტად შეასწავლეთ და შეაყვარეთ თქვენს მოსწავლეებს გარემო, რათა იცოდნენ მისი ფასი, იზრუნონ მასზე. გახსოვდეთ, რომ გარემოსდაცვითი განათლება მნიშვნელოვანია გლობალური მიზნების მისაღწევად, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი და ახალი თაობის მომავალი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზრუნავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობაზე და წელსაც აგრძელებს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ტრენინგები, ბანაკები, კონკურსები, ლექცია-სემინარები, ახალი და საინტერესო სასწავლო მასალის შექმნა.

გახსოვდეთ, თქვენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხართ!
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ უკეთეს გარემოში!

საჯარო განხილვები