ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

მიმდინარე წლის 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება.

ტრენინგის მოდულის მესამე ფაზა მოიცავს შემდეგ თემებს:
საბოლებლის უსაფრთხო  გამოყენება
ვაროაზე ტესტის ჩვენება, მიღებული შედეგების ანალიზი და მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა
ფუტკრის ოჯახების დაყოფა ღია ბარტყიან და დახურულ ბარტყიან ოჯახებად
მთა-ბარობა, ოჯახის მომზადება სამთაბაროდ
თაფლიანი ჩარჩოების ამოტანა, გამრეკების, ბლოუერის  გამოყენება
დაავადებების იდენტიფიკაცია, ჰოლსტის მეთოდის გამოყენება, ასკოსფეროზი
ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება
თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები
საფუტკრის რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფურცელის შევსება

ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
ტრენინგებს გაუძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.

მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში, 2022 წელს, 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო 2023 წელს, ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა. ტრენინგში მონაწილეობდნენ მეფუტკრე ფერმერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

ტრენინგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

მეფუტკრეობის ტრენინგები ეტაპი III

შიდა ქართლი
11.07.2023 ქალაქი კასპი სერგო ყაზარაშვილის საფუტკრე მეურნეობა
13.07.2023 გორი, სოფელი ტინისხიდი ალიკა ბეთლემიძის საფუტკრე მეურნეობა
14.07.2023 ქარელი ლესელიძის ქუჩა, ლალი გუდაძის საფუტკრე მეურნეობა
14.07.2023 ხაშური ელმირა სტეფანოვას საფუტკრე მეურნეობა

ქვემო ქართლი
11.07.2023 გარდაბანი, სოფელი ვახტანგისი სტეფანე ბაუერის  საფუტკრე მეურნეობა
12.07.2023 ქალაქი ბოლნისი გურამ ფარჯიანის საფუტკრე მეურნეობა
13.07.2023 ქალაქი წალკა ირმა ნანსყანის საფუტკრე მეურნეობა
14.07.2023 დმანისი, სოფელი ჯავახი ჯონდო ადუაშვილის  საფუტკრე მეურნეობა
17.07.2023 თეთრიწყარო, სოფელი ირაგა ჰამლეტ ჩარკვიანის საფუტკრე მეურნეობა
19.07.2023 მარნეული, სოფელი სადახლო ნამაზ იაგუბოვის საფუტკრე მეურნეობა

სამცხე-ჯავახეთი
13.07.2023 ადიგენი, სოფელი საირმე ხვიჩა აბულაძეს საფეტკრე მეურნეობა
13.07.2023 ქალაქი ახალქალაქი აღაშაგ შახბეგიანის საფუტკრე მეურნეობა
14.07.2023 დაბა ნინოწმინდა ზორქინ ჩოქანდარიანის საფუტკრე მეურნეობა
15.07.2023 ასპინძა, სოფ. იდუმალა გიორგი დიასამიძის საფუტკრე მეურნეობა
17.07.2023 ახალციხე, სოფელი ღრელი გიორგი მერაბიშვილის საფუტკრე მეურნეობა

იმერეთი
13.07.2023 ხონი, სოფელი კუხი ვარლამ ბენიძის საფუტკრე მეურნეობა
14.07.2023 ბაღდათი, სოფელი ნერგეთი
14.07.2023 საჩხერე, სოფელი პერევი ეკა გოგატიშვილის საფუტკრე მეურნეობა
17.07.2023 ჭიათურა, სოფელი ვაჭევი კობა ბახტურიძის საფუტკრე მეურნეობა
18.07.2023 ზესტაფონი, სოფელი ილემი ივანე მესხის საფუტკრე მეურნეობა
18.07.2023 ხარაგაული, სოფელი კიცხი სოსო გაგოშიძის საფურკრე მეურნეობა
18.07.2023 სამტრედია ძველი სამტრედიის #13, მამუკა ჩხაიძეს საფუტკრე
19.07.2023 ქალაქი ვანი გელა ნიკოლეიშვილის საფუტკრე მეურნეობა
20.07.2023 წყალტუბო, სოფელი ტყაჩირი კახაბერ კახაია საფუტკრე მეურნეობა
25.07.2023 თერჯოლა, სოფელი ძევრი დავით რობაქიძის საფუტკრე მეურნეობა

სამეგრელო-ზემო სვანეთი
13.07.2023 ქ. მარტვილი შალვა ჯვებენავას საფუტკრე
14.07.2023 ქალაქი წალენჯიხა მელორი ზარქუას საფუტკრე მეურნეობა
15.07.2023 ხობი, სოფელი პირველი მაისი
17.07.2023 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯუმი მარინე ქარდავას საფუტკრე მეურნეობა
18.07.2023 ჩხოროწყუ, სოფელი მუხური ადმინისტრაციული შენობა
21.07.2023 დაბა მესტია დავით ჟორჟოლიანის საფუტკრე მეურნეობა
22.07.2023 ქალაქი ფოთი თენგიზ ქორქიას საფუტკრე მეურნეობა
23.07.2023 სენაკი, სოფ. მენჯი, საწულეისკიროს თემი

მცხეთა-მთიანეთი
15.07.2023 დუშეთი. სოფელი ბაზალეთი ვლადიმერ ვარდოსანიძის საფუტკრე მეურნეობა
16.07.2023 თიანეთი ნინო ნიბლოშვილის საფუტკრე მეურნეობა

კახეთი
17.07.2023 ლაგოდეხი კოლეჯი ,,აისი"
17.07.2023 სიღნაღი, ქალაქი წნორი
22.07.2023 ყვარელი საკრებულოს შენობა
22.07.2023 საგარეჯო ნინოწმინდის კოლეჯი
26.07.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტი ალავერდის საფუტკრე მეურნეობა
27.07.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტი ალავერდის საფუტკრე მეურნეობა
28.07.2023 კაჭრეთი კოლეჯი ,,აისი"

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
19.07.2023 ონი აგროკლუბის საფუტკრე მეურნეობა
20.07.2023 ამბროლაური ლაშა გაგოშიძის საფუტკრე მეურნეობა
27.07.2023 ქვედა ცაგერი აგროკლუბი"ნექტარი"-ს სადემონსტრაციო ნაკვეთი
27.07.2023 ლენტეხი, სოფელი ლექსურა დემური ლიპარტელიანის საფუტკრე მეურნეობა

აჭარა
24.07.2023 ხელვაჩაური, სოფელი ჭარნალი კახა დუმბაძის საფუტკრე მეურნეობა
25.07.2023 ქობულეთი ნუგზარ ბერიძის საფუტკრე მეურნეობა (აგროსერვისცენტრის მიმდებარედ)
26.07.2023 ქედა, სოფელი პირველი მაისი "ფუტკრის სამყარო" - რეზო თურმანიძის საფუტკრე მეურნეობა
27.07.2023 შუახევი, სოფელი დაბაძველი ეთერი დევაძის საფუტკრე
28.07.2023 დაბა ხულო გოჩა ცეცხლაძის საფუტკრე მეურნეობა

გურია
27.07.2023 ლანჩხუთი, სოფელი გვიმბალაური ლევან ხოფერიას საფუტკრე
29.07.2023 ჩოხატაური, სოფელი ფარცხმა ზაზა ცინცაძის საფუტკრე
31.07.2023 ოზურგეთი, სოფელი ბოხვაური მალხაზ კოტრიკაძე

თბილისი
29.07.2023 თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 63 მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი "BageBee"

საჯარო განხილვები