ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

2018-2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მზადდება. დოკუმენტი ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალური და ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. 

ეროვნულ დონეზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების შეფასების მთავარი  დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაია ჯავახიშვილმა წარადგინა. 

ანგარიშში კომპლექსურადაა შეფასებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა 2018-2021 წლების პერიოდისათვის. დოკუმენეტში ყურადღება გამახვილებულია  გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტების მდგომარეობის, გარემოზე ეკონომიკის სექტორების ზემოქმედების, გარემოსდაცვითი მმართველობისა და სხვა გარემოსდაცვითი საკითხებისა და რისკების შესახებ. 

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი, გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების ჩართულობით მომზადდა. 

ანგარიშის საჯარო განხილვას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და  დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

საჯარო განხილვები